logo_geo
eng_logo
„ევროკავშირში მიმდინარე პროცესები საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციისთვის ხელისშემშლელი არ იქნება“
- +

25 ივნისი. 2016. 17:02


საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროკავშირში მიმდინარე პროცესები საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციისთვის ხელისშემშლელი არ იქნება.


„დარწმუნებული ვარ, პროცესები ჩვენთვის ხელსაყრელი სცენარით განვითარდება. მთელი ჩვენი დიპლომატიური რესურსი მობილიზებულია. 24 საათის განმავლობაში, ჩვენი დიპლომატიური კორპუსი ევროპელ პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმშია. ეს კოორდინირებული თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია და საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს არავითარი საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა დავით ზალკანიანმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner