logo_geo
eng_logo
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა მილიონს უახლოვდება
- +

31 აგვისტო. 2020. 11:51

 

 

რუსეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა მილიონს უახლოვდება.

 

განახლებული მონაცემებით, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია ინფიცირების 995 000-ზე მეტი შემთხვევა.

 

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსის 4 993 ახალი შემთხვევა, ხოლო ლეტალური შემთხვევების რიცხვი 83-ით გაიზარდა.

 

ქვეყნის მასშტაბით, „კოვიდ-19“-სგან 809 387-მდე პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 176 პაციენტი გარდაიცვალა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner