logo_geo
eng_logo
პეტრო პოროშენკო დაბომბვაში მოყვა
- +

25 ივნისი. 2016. 17:06


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკის რაიონში, დაბომბვაში მოხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანტიტერორისტული ოპერაციის საკითხებში, ანდრეი ლისენკო ავრცელებს. მისი თქმით, მოწინააღმდეგემ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს 130-მზე მეტი ნაღმი და 26 ჭურვი ესროლა.

 

„ცეცხლი გაიხსნა ზაიცევოს, მაიორსკის, ავდეევკის, ოპიტნის და ვოდიანოს მიმართულებით, ამ პოზიციებზე პრეზიდენტი პოროშენკო იმყოფებოდა. მოწინააღმდეგის ცეცხლის მიუხედავად, მან რამდენიმე ბლოკ-საგუშაგო მოინახულა, ერთ-ერთი მათგანი დონეცკის აეროპორტიდან მხოლოდ 800 მეტრში მდებარეობს, პრეზიდენტმა სამხედროებს მაღალი სახელმწიფო ჯილდოები გადასცა", - განაცხადა ლისენკომ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner