-
+
31 აგვისტო. 2020. 14:10
იტალიის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილს შტორმი დაატყდა თავს, არის მსხვერპლი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტოსკანაში გარდაიცვალა ორი ბავშვი.
ძლიერი ქარის მიერ წაქცეული ხე დასასვენებლად მყოფი ერთ-ერთი ოჯახის კარავს დაეცა.
შემთხვევას სამი და 14 წლის ასაკის გოგონები ემსხვერპლნენ. ძლიერი სეტყვა იყო ლომბარდიის რეგიონში. საფრთხის „ყვითელი“ დონეა გამოცხადებულია აბრუცოში, ემილია-რომანიაში, სიცილიაში, ტოსკანასა და უმბრიაში.
წყარო :