logo_geo
eng_logo
35.7 მლნ ევრო საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის მხარდასაჭერად
- +

31 აგვისტო. 2020. 14:43

 

დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ელექტრონულად მოაწერეს ხელი შეთანხმებას,  რომლიც ითვალისწინებს 35.7 მლნ ევროს შეღავათიანი ფინანსური რესურსის გამოყოფას პროექტისთვის Log-in Georgia,  რომლის მიზანია, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

პროექტი სამი კომპონენტისგან შედგება:

 

  • ფინანსურად ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან წვდომის ზრდა;

 

  • მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან დაკავშირებული ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა;

 

  • პროექტის დანერგვის მხარდაჭერა.

 

პროექტის განხორციელების შედეგად, ათასამდე დასახლებულ პუნქტში, მათ შორის, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ნახევარ მილიონ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს მაღალი ხარისხის ინტერნეტით და ისეთი სერვისებით, როგორებიცაა: ელექტრონული ჯანდაცვა, განათლება, მმართველობა და ა.შ.

 

პროექტს კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით, ხუთი წლის განმავლობაში  კომპანია „Open Net“ განახორციელებს. პროცესს ზედამხედველობას გაუწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

 

პროექტი Log-in Georgia საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით ფართოზოლოვანი ინტერნეტქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიის  ფარგლებში შეიმუშავა. სტრატეგიას 2020 წლის იანვარში, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი.

 

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ პროექტისთვის 35.7 მლნ ევროს მოცულობის დაფინანსების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 28 აგვისტოს მიიღო.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner