„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნისკახა კალაძის განცხადებით, შეჯერებულია ყველაფერი, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატები, ასევე სიის შემადგენლობა და ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
„რაც შეეხება სიებს, მაჟორიტარების წარდგენას - ყველაფერს აქვს თავისი დრო. უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება ოფიციალურად საარჩევნო კამპანიის დაწყებაც, ცნობილი იქნება სიები, მაჟორიტარობის კანდიდატები რაიონებში. ეს ყველაფერი იქნება საარჩევნო კამპანიიის ნაწილი და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.