logo_geo
eng_logo
თინათინ ბერძენიშვილი: ხვალიდან პირველი არხის ყველა პლატფორმა საგანგებო რეჟიმზე გადადის
- +

31 აგვისტო. 2020. 15:47

 

 

„ხვალიდან იწყება წინასაარჩევნო მონიტორინგი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან დიდი ხანი ვემზადებოდით ამ პროცესისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა.

 

„ხვალიდან ყველა ჩვენი პლატფორმა – პირველი არხი, რადიო და ვებგვერდი საგანგებო რეჟიმზე გადადის, რადგან გვაქვს პრეტენზია, რომ არჩევნები იქნება გაშუქებული ძალიან დაბალანსებულად და რაც მთავარია, ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით, მიუკერძოებლად.  ყველა იმ ღირებულებას, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს, ზედმიწევნით შევასრულებთ. პირველ რიგში, საინფორმაციო სამსახური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები სრულად იქნება წინასაარჩევნო ფორმატში. ცესკო-ს მიერ დარეგისტრირებულ ყველა პარტიას, მათ შორის კვალიფიციურს და არაკვალიფიციურს მიეცემა თანაბარი გაშუქებისთვის ეთერი, როგორც „მოამბეში“, ისე ყველა პოლიტიკურ გადაცემაში.

 

დღეს შევქმენით საიტზე 1tv.ge ახალი გვერდი „არჩევნები 2020“, სადაც ყველა დოკუმენტია ატვირთული და ყველა წესი, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი პარტიებს შესთავაზებს. ყველას ვთხოვთ, რომ გაეცნონ ამ გვერდს“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner