logo_geo
eng_logo
ხვალ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა გაიმართება
- +

25 ივნისი. 2016. 17:23


26 ივნისს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა გაიმართება.


ყრილობის დელეგატები ორგანიზაციის თავმჯდომარეს აირჩევენ. ახალგაზრდებს სიტყვით მიმართავენ პრემიერ-მინისტრი, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი, პარტიის გენერალური მდივანი და ცენტრალური შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე.


ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება ახალგაზრდა სოციალისტების საერთაშორისო გაერთიანების ხელმძღვანელი ევინ ინკისი.


ყრილობა, რომელიც ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება, 17:00 საათზე დაიწყება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner