26 ივნისს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა გაიმართება.
ყრილობის დელეგატები ორგანიზაციის თავმჯდომარეს აირჩევენ. ახალგაზრდებს სიტყვით მიმართავენ პრემიერ-მინისტრი, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი, პარტიის გენერალური მდივანი და ცენტრალური შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე.
ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება ახალგაზრდა სოციალისტების საერთაშორისო გაერთიანების ხელმძღვანელი ევინ ინკისი.
ყრილობა, რომელიც ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება, 17:00 საათზე დაიწყება.