logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანში კორონავირუსის 126 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი
- +

31 აგვისტო. 2020. 17:03

 

 

აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 126 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 144 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა.

 

შესაბამის მონაცემებს სააგენტო „ტრენდი“ მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

აზერბაიჯანში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 36 435 შემთხვევა. აქედან, 33 847 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 534 ინფიცირებული გარდაიცვალა.

 

ამჟამად, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 2 054-ს შეადგენს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner