logo_geo
eng_logo
ბალტიის ქვეყნებმა ბელარუს მაღალჩინოსნებს პერსონალური სანქციები დაუწესეს
- +

31 აგვისტო. 2020. 17:04

 

 

როგორც ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნულია, ლატვიამ ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან კოორდინირებულად მიიღო გადაწყვეტილება, 30 ბელარუსი მაღალჩინოსანი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადონ.

 

ლატვიის საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ „შავ სიაში“ 30 ადამიანს შორის ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოცაა. სიაში წარმოდგენილი არიან ბელარუსის პრეზიდენტის აპარატისა და ადმინისტრაციის თანამშრომლები, ცესკო-ს თავმჯდომარე, ბელარუსის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები, გენერალური პროკურორი, ასევე საგამოძიებო კომიტეტის და მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენლები.

 

როგორც ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ეს პირები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობდნენ და მხარს უჭერდნენ მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივ ჩახშობას.

 

„ჩვენი გადაწყვეტილებით, ჩვენ მკაფიო სიგნალს ვაძლევთ, რომ ასეთი ქმედებები მიუღებელია და ამგვარ ქმედებებზე პასუხისმგებელ პირებს ლატვიაში არ მიესალმებიან. მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაუყოვნებლივ მიიღოს ანალოგიური გადაწყვეტილება“, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩუსმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner