logo_geo
eng_logo
საქართველოდან 1 334 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც ორჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის
- +

31 აგვისტო. 2020. 17:08

 

 

მიმდინარე წლის 30 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან 1 334 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც თითქმის ორჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2019 წლის ამავე პერიოდში, ექსპორტირებული იყო 693 ტონა თხილი.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (350 ტონა), იტალიაში (289 ტონა), ჩეხეთში (110 ტონა), ესპანეთში (93 ტონა), პოლონეთში (66 ტონა), ლიეტუვაში (44 ტონა), ავსტრიაში (22 ტონა), ესტონეთში (22 ტონა), ლატვიაში (21 ტონა), საფრანგეთსა (20 ტონა) და საბერძნეთში (10 ტონა). ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი (44 ტონა), უკრაინა (39 ტონა), მექსიკა (25 ტონა), ბრაზილია (24 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), ბელარუსი (21 ტონა) და სომხეთი (110 ტონა).

 

უწყების ცნობით, წელს თხილის დაბინავების პროცესში ჩართულია 30-ზე მეტი საწარმო.

 

„სახელმწიფო სტრატეგიით, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო 2020 წელს მაღალი ხარისხის თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა. კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარების მიუხედავად, ექსპორტიორებთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციებთან აქტიური მუშაობის შედეგად, საექსპორტო ბაზრებზე ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება ორგანიზებულად მიმდინარეობს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner