ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, ბრიტანელმა ევროკომისარმა ფინანსების საკითხებში ჯონათან ჰილმა თანამდებობა დატოვა და მისი ადგილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა დაიკავა.
„სამწუხაროდ, მე მივიღე მისი განცხადება ევროკომისიაში თანამდებობის დატოვების შესახებ. ის გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და მინდა, მადლობა გადავუხადო, როგორც ჩემი გუნდის ღირსეულ წევრს და პროფესიონალს. მე ყოველთვის მსურდა, რომ ფინანსების საკითხში პასუხისმგებელი ბრიტანელი ყოფილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, სიტუაცია შეიცვალა. მესმის და პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას",- განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.