logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: რადიკალი მემარცხენე მერები და გუბერნატორები საკუთარ ხალხსაც ვეღარ აკონტროლებენ
- +

31 აგვისტო. 2020. 18:41

 

 

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, „რადიკალი მემარცხენე მერები და გუბერნატორები თავისივე ხალხს ვეღარ აკონტროლებენ“.

 

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

 

ტრამპის თქმით, „ქალაქებში, სადაც ძალადობა გრძელდება, ანარქისტები აღარავის უსმენენ.“

 

„იმ ქალაქების რადიკალი მემარცხენე მერები და გუბერნატორები, სადაც ეს შეშლილი ძალადობა გრძელდება, საკუთარ ხალხსაც კი ვეღარ აკონტროლებენ. ეს ასე არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ანარქისტები და აგიტატორები გაერთნენ და არავის უსმენენ – მათ ნელ ჯოსაც კი აიძულეს სარდაფიდან ამოსვლა“, – წერს პრეზიდენტი საკუთარ „ტვიტერზე“.

 

აღნიშნული კომენტარით პრეზიდენტი გამოეხმაურა დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატ ჯო ბაიდენის განცხადებას, რომლემაც ტრამპს პორტლენდში მომხდარი ძალდობის დაგმობისკენ მოუწოდა.

 

პორტლენდში ფერადკანიანი მოქალაქეების უფლებების დაცვის და პოლიციის მხრიდან ძალდობის საწინააღმდეგო აქციები რამდენიმე კვირაა გრძელდება. 30 აგვისტოს ამ აქციების მონაწილეთა და დონალდ ტრამპის მხარდამჭერებს შორის შეტაკება მოხდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner