logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: კორცხელში მომხდარი საშინელება არ უნდა განმეორდეს!
- +

25 ივნისი. 2016. 17:49


ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძ პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს გამოეხმაურა, რომელიც მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია.



ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ისეთივე საშინელება არ განმეორდეს, რაც მოხდა კორცხელში. ეს იყო ძალიან მძიმე ხელისუფლებისთვისაც, მმართველი პარტიისთვის და ყველანაირი პრევენცია იქნება განხორციელებული. ასევე იცით, რომ პრემიერის ინიციატივით მკაცრდება კანონი ჩხუბთან დაკავშირებით, რომ ეს ცხვირ-პირის მტვრევა და მუშტი-კრივი არ იყოს გამართული. საარჩევნო პროცესი უნდა ჩატარდეს აბსოლუტურად მშვიდ გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ სტრუქტურებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ თავისუფალ გარემოში აწარმოონ საარჩევნო კამპანია", - განაცხადა კახა კალაძემ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner