logo_geo
eng_logo
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით
- +

31 აგვისტო. 2020. 21:33

 

მიმდინარე წლის 31 აგვისტოს ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ბრალდებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში დაკარგა ტანსაცმელი. ადვოკატის თქმით, - „როდესაც ოჯახმა შეუგზავნა ახალი ტანსაცმელი, ძველი ტანსაცმელი დაიკარგა“.

 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 18 აგვისტოს ბრალდებულმა გაგნიძემ მიიღო ამანათი, რომელიც მას დადგენილი წესით მიეწოდა მისსავე საკანში, თუმცა ამანათის მიღების შემდეგ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლისთვის ბრალდებულს არაფერი გაუტანებია იმ მიზნით, რომ ამანათის შემგზავნი პირებისთვის გადაეცა. ამასთან, დღემდე, 31 აგვისტომდე არც ბრალდებულს, არც მისი დაცვის მხარეს არ მიუმართავს პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციისთვის და არ განუცხადებიათ რაიმე ნივთის დაკარგვის შესახებ. მხოლოდ 31 აგვისტოს, ადვოკატის ზემოხსენებული განცხადების შემდეგ გააკეთა თავად ბრალდებულმა განმარტება პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებთან, რომ ამანათის მიღების დღეს, 18 აგვისტოს, ამანათის მიღებიდან გარკვეული დროის შემდეგ დერეფანში პოლიეთილენის პარკში შეფუთული საცვლები (ტრუსი და მაისური) დადო და ეგონა, რომ ამ ნივთებს მის ოჯახს გაატანდნენ.

 

აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში დადგენილი წესის შესაბამისად, დახურული პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლები გარკვეული პერიოდულობით ჩამოივლიან დაწესებულებების დერეფნებს, უღებენ საკნის კარებს პატიმრებს, რათა მათ საკანში დაგროვილი ნარჩენები საკნის კართან დერეფანში დადონ (რის შემდეგაც პატიმარი დაუყოვნებლივ ბრუნდება საკანში და საკნის კარი იკეტება). შემდეგ დაწესებულების დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პირი ჩამოივლის დერეფნებს და აგროვებს ნარჩენებს. თუ ბრალდებულის მოცემული განმარტება სიმართლეა, მის მიერ დაწესებულების დერეფანში დადებული ნივთები, სავარაუდოდ, ნარჩენებთან ერთად იქნა გატანილი დაწესებულებიდან დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner