logo_geo
eng_logo
ელიზბარ ჯაველიძე: „ასავალ-დასავალი“ რომ არა, შეიძლება, 2012 წელს სააკაშვილის სისხლიან ბანდაზე ვერც გაგვემარჯვა!
- +

31 აგვისტო. 2020. 21:30

 

 

„ვინც „ასავალ-დასავალს“ ებრძვის, ყველა საქართველოს მტრობს! ხაზგასმით ვამბობ, ყველა! ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს ეს ბოკერია იქნება, სააკაშვილი, ლგბტ ტრანსგენდერი, ხაზარაძე თუ თვით დონალდ ტრამპი!“ - ამის შესახებ აკადემიკოსნა ელიზბარ ჯაველიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.

 

„ვინც „ასავალ-დასავალს“ ებრძვის, ყველა საქართველოს მტრობს! ხაზგასმით ვამბობ, ყველა! ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს ეს ბოკერია იქნება, სააკაშვილი, ლგბტ ტრანსგენდერი, ხაზარაძე თუ თვით დონალდ ტრამპი!

 

მე 80 წელს გადავაბიჯე, არაერთი გაზეთის რედაქტორი ვყოფილვარ და წერა-კითხვაში ნამდვილად არაფერი მეშლება!

 

„ასავალ-დასავალი“ ჩემთვის ილიას „ივერიის“ ტოლი გაზეთია! ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე! ეს არის ეროვნულობის, სამშობლოს, ეკლესიისა და ყველაფერი ქართულის თავგანწირული ვაჟკაცი მეომარი ქართველების გაზეთი!

 

თქვენ რომ არა, მე ვერც კი წარმომიდგენია, რა გვეშველებოდა! დიახ, „ასავალ-დასავალი“ რომ არა, შეიძლება, 2012 წელს სააკაშვილის სისხლიან ბანდაზე ვერც გაგვემარჯვა!

 

თვითონ სააკაშვილმა არ აღიარა, ჩვენ „ასავალ-დასავალმა“ დაგვამარცხაო?!

 

მოკლედ, ყველას მოვუწოდებ, ვინც არ უნდა იყოს, „ასავალ-დასავალზე“ აუგი არავის წამოსცდეს! ეს ჩემთვის უტყუარი ტესტია: ან ეროვნული სულის ქართველი ხარ, ანდა – „ასავალ-დასავალის“ მტერი არარაობა!

 

მორჩა!!!“ - განაცხადა ელიზბარ ჯაველიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner