logo_geo
eng_logo
სომხეთში კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი ინფიცირებული
- +

1 სექტემბერი. 2020. 11:45

 

 

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

 

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 634-ია.

 

პირველი სექტემბრის მდგომარეობით, სომხეთში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 43 878 შემთხვევა. მათგან ჯამში 38 356 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 1 149 პაციენტი, მათგან 268 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადებები“ დასახელდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner