logo_geo
eng_logo
წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
- +

1 სექტემბერი. 2020. 11:47

 

 

საბაჟო-გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, ს.კ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად,  არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 59,72 გრ) აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 7576,17  ლარი შეადგინა.

 

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი და სანქციის სახით,  ფულადი ჯარიმა,  7 576,17  ლარის ოდენობით შეეფარდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner