logo_geo
eng_logo
სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, ისრაელის სარაკეტო დარტყმას ქვეყანაში მსხვერპლი მოჰყვა
- +

1 სექტემბერი. 2020. 11:54

 

 

სირიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ისრაელის სარაკეტო დარტყმას ქვეყანაში ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა შვიდი პირი. შესაბამის ინფორმაციას სირიის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

 

როგორც სააგენტო „სანა“ სამხედრო წყაროზე დაყრნდობით წერს, რაკეტები გოლანის მაღლობებიდან დამასკოს სამხრეთით მდებარე სამხედრო ობიექტების მისამართით ისროლეს.

 

სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რაკეტების უმეტესობა გააუვნებელყო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner