logo_geo
eng_logo
ალექსანდრ ლუკაშენკომ ესპანეთში ბელარუსის ელჩი პაველ პუსტოვოი თანამდებობიდან გაათავისუფლა
- +

1 სექტემბერი. 2020. 12:07

 

 

 

ბელარუსის პრეზიდენტმა,ალექსანდრ ლუკაშენკომ ესპანეთში ბელარუსის ელჩი პაველ პუსტოვოი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

 

როგორც ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ იტყობინება, ლუკაშენკოს განკარგულებით, პუსტოვოის ჩამოერთვა დიპლომატიური რანგი „თანამდებობრივი უფლებამოსილებების არასათანადო შესრულების გამო“.

 

ამავე განკარგულებით, პუსტოვოი გათავისუფლებულია ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციაში ბელარუსის წარმომადგენლის პოსტიდან.

 

აღსანიშნავია, რომ მანამდე პაველ პისტოვოიმ არჩევნებზე ხმების ხელახალი დათვლის ინიციატივას დაუჭირა მხარი და ხელისუფლებას როგორც სამართალდამცველების, ისე დემონსტრანტების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისკენ მოუწოდა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner