ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 34 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 594 პაციენტი.
ინფორმაციას „სიენენი“ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში „კოვიდ-19“-ით 6 030 587 ადამიანი დაინფიცირდა, ლეტალური შემთხვევების რიცხვი 183 597-ს აღწევს.