logo_geo
eng_logo
ფრანგულ ჟურნალში ფერადკანიანი დეპუტატის მონად ილუსტრაციის გამო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
- +

1 სექტემბერი. 2020. 12:14

 

 

 

ფრანგულ ჟურნალში ფერადკანიანი დეპუტატის მონად ილუსტრაციის გამო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. საუბარია გამოცემა „Valeurs actuelles“-ში გამოქვეყნებულ ილუსტრაციაზე, სადაც წარმოშობით განელი ფრანგი პოლიტიკოსი დანიელე ობონო მონად იყო გამოყვანილი. ობონო 2017 წლიდან არის საფრანგეთის პარლამენტის წევრი.

 

ულტრამემარჯვენე ჟურნალში გამოქვეყნებული ილუსტრაცია საფრანგეთის წამყვანმა პოლიტიკოსებმა დაგმეს. მათ შორის იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსი.

 

„ვიზიარებ დეპუტატის აღშფოთებას და მხარდაჭერას ვუცხადებ მთავრობის სახელით. რასიზმთან ბრძოლა ყოველთვის ცდება ჩვენს შორის არსებულ უთანხმოებებს“, – განაცხადა საფრანგეთის მთავრობის მეთაურმა.

 

მომხდარის გამო ფრანგ დეპუტატს ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დაურეკა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner