logo_geo
eng_logo
„Check in Georgia“ -ს ფარგლებში რეგიონებში ქართველი შემსრულებლების კონცერტები გაიმართება!
- +

25 ივნისი. 2016. 20:57


საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტი „Check in Georgia" გრძელდება. 26 ივნისს, ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით, კონცერტები გაიმართება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.


ქალაქ თელავში, 19:00 საათზე, კულტურისა და დასვენების პარკში „ნადიკვარი" გაიმართება დათუნა მგელაძის, რობი კუხიანიძისა და ბენდის, ნუცა ბუზალაძისა და ჯგუფის „Pulse" კონცერტი.


ოზურგეთელი მსმენელის წინაშე კი მერაბ კოსტავას სახელობის ცენტრალურ მოედანზე ჯგუფები „Reggaeon" და „Loudspeakers" წარდგებიან; დასაწყისი 19:00 საათზე.


26 ივნისს, კიდევ ერთი რეგიონული კონცერტი ზუგდიდში ჩატარდება; 19:00 საათზე, ქალაქის ცენტრალურ პარკში (იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე), კონცერტს გამართავენ მეგი გოგიტიძე და ბენდი, მომღერლები - ვერიკო ტურაშვილი, ნინო ძოწენიძე, კახა კუხიანიძე და თამთა ჭელიძე.


აპრილში დაწყებული პროექტი „Check in Georgia" წლის ბოლომდე გაგრძელდება და მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას და 40-ზე მეტ ფესტივალს აერთიანებს.

პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა 4 გრანდიოზული კონცერტი - ქართველი მსმენელის წინაშე წარდგნენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ჯგუფი „Maroon 5" და ხოსე კარერასი.


პროექტის განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა; ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა; შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. „Check in Georgia" მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას, იზრდება ქვეყნის, როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა, ასევე საერთაშორისო იმიჯი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner