რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ ერთ მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ განცხადება ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში გააკეთეს.
ბოლო 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“-ის 4 729 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 123 პაციენტი.
საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში ვირუსი ერთ მილიონ 48 ათას ადამიანს დაუდასტურდა.