მექსიკაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 3 719 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 256 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მექსიკაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის სულ 599 560 შემთხვევა. ამ მონაცემებით ქვეყანა მეოთხე ადგილზეა ლათინურ ამერიკაში ბრაზილიის, პერუსა და კოლუმბიის შემდეგ.
მექსიკაში პანდემიას, საერთო ჯამში, 64 414 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა რაოდენობით მექსიკა მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა აშშ-ის, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.