logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი : ახალგაზრდა, რომელიც კენოშაში საპროტესტო გამოსვლების დროს ორი ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, თავს იცავდა
- +

1 სექტემბერი. 2020. 12:25

 

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ახალგაზრდა, რომელიც კენოშაში საპროტესტო გამოსვლების დროს ორი ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, თავს იცავდა.

 

როგორც ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახალგაზრდა თავის დაღწევას ცდილობდა და ცეცხლი რომ არ გაეხსნა მას დემონსტრანტები მოკლავდნენ.

 

ვისკონსინის ქალაქ კენოშაში საპროტესტო გამოსვლების მესამე დღეს 17 წლის კაილი რიტენჰაუზმა ავტომატიდან ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ორი მომიტინგე მოკლა, ერთი კი დაჭრა.

 

„ის მათგან თავის დაღწევას ცდილობდა… შემდეგ ის წაიქცა და ისინი ძალადობრივად დაესხნენ თავს. ვფიქრობ, დიდ გასაჭირში იყო… მას სავარაუდოდ მოკლავდნენ“, – განაცხადა ტრამპმა.

 

კენოშაში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთ უბანში გამოძახებაზე მისულმა პოლიციამ შავკანიან მამაკაცს, ჯეიკობ ბლეიქს მისი სამი შვილის თანდასწრებით ცეცხლი გაუხსნა და დაჭრა.

 

დონალდ ტრამპი კენოშაში ვიზიტს დღეს გეგმავს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner