logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონი ლიბანს მთავრობის რაც შეიძლება სწრაფად ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს
- +

1 სექტემბერი. 2020. 12:32

 

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ლიბანს მთავრობის რაც შეიძლება სწრაფად ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა ბეირუთში ვიზიტისას განაცხადა. ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.

 

ემანუელ მაკრონის ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე ლიბანის ლიდერებმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე დიპლომატი მუსტაფა ადიბი წარადგინეს.

 

ეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში ემანუელ მაკრონის უკვე მეორე ვიზიტია ლიბანში. ბეირუთში მას ლიბანის პრეზიდენტი მიშელ აუნი დახვდა.

 

როგორც მაკრონმა მედიას განუცხადა, მას სურს, უზრუნველყოს, რომ ახალი მთავრობა აუცილებელ რეფორმებს განახორციელებს.

 

საერთაშორისო დონორები ლიბანისგან ფინანსური დახმარების გამოყოფის სანაცვლოდ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ითხოვენ.

 

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს გამართული კონფერენციის შემდეგ საერთაშორისო დონორები ლიბანს ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგების აღმოსაფხვრელად ჰუმანიტარული დახმარების სახით 250 მილიონ ევროზე მეტის გამოყოფას დაჰპირდნენ.

 

ბეირუთის პორტში აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. ინციდენტამდე ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რამაც საწყობში განთავსებული 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის აფეთქება გამოიწვია. აფეთქების შედეგად, გარდაიცვალა 190-მდე ადამიანი, 6000-ზე მეტი კი დაშავდა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner