logo_geo
eng_logo
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 254-ვე ნიმუშის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
- +

1 სექტემბერი. 2020. 12:34

 

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, 31 აგვისტოს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 254 ნიმუშის კვლევა ჩატარდა. მათ შორის გამოიკვლიეს ცხელების ცენტრების 21 პაციენტი, სამედიცინო პერსონალის 59 წარმომადგენელი, საკარანტინო სივრცეებში მყოფი რვა პირი, თვითიზოლაციიდან ხუთი. ამასთან, გამოკვლეულთა შორის იყო შსს-ს 138 თანამშრომელი, ოთხი მძღოლი, ეპიდკერაში მყოფი ოთხი პირი, 15 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი.

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ყველა პასუხი უარყოფითია. შესაბამისად, კოვიდინფექცია არც ერთს დაუდასტურდა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner