თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე ტელეკომპანია „იმედში" განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს აფასებს:
„მიხარია, რომ ნანა ლეჟავა დანიშნეს „იმედის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად. ის მართლაც მაღალი დონის ჟურნალისტია.
საოცარია სიჭინავას, ტრაპაიძის, გეგელიას რეაქციები. ჯერ ერთი, მათ ავიწყდებათ, რომ ისინი არ არიან არხის მეპატრონეები.
მეორე-მათ ავიწყდებათ, რომ წინასწარვე უსიამოვნო განაცხადებების გაკეთებით თანამშრომლობის შესაძლებლობას სპობენ.
მესამე- "იმედი" ისევე როგორც მთელი ქართული ტელესივრცე, ტელევიზიების საინფორმაციო პოლიტიკა რადიკალურ ცვლილებებს საჭიროებს და პიროვნული კომფორტი და მაღალი ხელფასი, ისევე როგორც კავშირები ძველ თუ ახალ ხელისუფლებასთან არ უნდა გახდეს დაბრკოლება ამ ცვლილებებისათვის.
მეოთხე-ბაია გადაბაძის მაგალითი ყველასთვის სახეზეა, არა მგონია, ის მიმზიდველი ყოფილიყო, ამიტომ გაუგებარია რატომ გახდა მისაბაძი სხვებისათვის..."- წერს მანჯავიძე.