თბილისში კორონავირუსით ინფიცირებულთა კლასტერი ფართოვდება – ვირუსი დღეს „ქართული ოცნების“ სათაო ოფისში დასაქმებულ პირთან კონტაქტში მყოფ 5 პირს დაუდასტურდა. როგორც ინფექციონისტმა ირაკლი ხმალაძემ „პრაიმტაიმთან“ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ თბილისში ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად მოიმატებს, მაშინ საქართველოს დედაქალაქში კარანტინი ისევ გამოცხადდება.
“თბილისში რეგულაციები მხოლოდ მაშინ გამკაცრდება, თუ იმაზე მეტი იქნება დაავადებული, ვიდრე ქართულ სამედიცინო სისტემას შესაძლებლობა ექნება, რომ დაავადებულებს დახმარება გაუწიოს. თუ ინფიცირებულთა რაოდენობის მომატება ნახტომისებურად დაიწყო, მაშინ აუცილებელი იქნება თბილისის ჩაკეტვა და სხვა რადიკალური ზომების გატარება.
ყოველ დღე თუ ინფიცირების სამი, ოთხი შემთხვევა გამოვლინდა, არაუშავს. მთავარია, დაავადების მძიმე ფორმები არ დაფიქსირდეს. ვირუსმა მთელი თავისი ძალაუფლება უნდა არ უნდა გამოავლინოს“,- განაცხადა ხმალაძემ.