logo_geo
eng_logo
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი : ბელარუსში წამების 450 შემთხვევა დაფიქსირდა
- +

1 სექტემბერი. 2020. 18:39

 

 

ბელარუსში წამების 450 შემთხვევა დაფიქისირდა, – ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღელსი კომისრის ოფიციალურ ვებგევრდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

„ექსპერტებმა წამების და ღირსების შემლახავი მოპყრობის 450 შემთხვევის შესახებ ცნობები მიიღეს, რაც დოკუმენტურად არის დაფიქსირებული. ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ, იმ შეტყობინებების გამო, რაც პოლიციაში მომხდარ წამების, ან სხვა არაადამიანური მოპყრობის ასეულობით შემთხვევას შეეხება “, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ სულ მცირე ექვსი ადამიანის ადგილსამყოფელის შესახებ ახლობლებმა არაფერი იციან.

 

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმის გამო, რომ მშვიდობიან აქციებზე ხისტი რეაგირების გაგრძელების შემთხვევაში, ძალადობრივად გაუჩინარებულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს“, – ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის განცხადებაში.

 

განცხადების თანახმად, სპეციალისტებმა მიიღეს ინფორმაცია ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ ძალადობის შესახებ, მათ შორის სექსუალური ძალდობისა და რეზინის ხელკეტით გაუპატიურების შესახებ.

 

„სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ძალადობის პრევენციისთვის, გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

გაეროს ცნობით, ცხრა აგვიტოს გამართული საპრეზიდნეტო არჩევნების შემდეგ,  ბელარუსში 6 700 ადამიანი დააკავეს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner