logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმა, საქართველოს ძლიერების და გამარჯვების სიმბოლო იქნება
- +

1 სექტემბერი. 2020. 20:49

 

 

„ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლის დასადგმელად სპეციალურ ფონდს შევქმნით, რომელშიც დარწმუნებული ვარ, საკმარისზე მეტი თანხა მოგროვდება და ქართველი ხალხი ყოველგვარი ხელისუფლების გარეშე, თვითონ აღმართავს უდიდესი მეფის ქანდაკებას“,  - ამის შესახებ „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ, გაზეთ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.

 

„ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმა არამხოლოდ საქართველოს ძლიერების, გამარჯვებისა და ერთიანობის სიმბოლური გამოხატულება იქნება, არამედ – უდიდესი პოლიტიკური დატვირთვის მქონე აქტიც. დიახ, აღმოსავლეთშიც, დასავლეთშიც, ჩრდილოეთშიც და სამხრეთშიც ყველამ უნდა იცოდეს, რომ ქართველ ერს საკუთარი სახელმწიფოს დაცვაც შეუძლია და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაც!

 

ვერცერთი უცხო ქვეყანა ვერ გვიკარნახებს, რომელ ძეგლს სად დავდგამთ და როგორი ფორმა ექნება. დავით აღმაშენებლის ძეგლი როგორი უნდა იყოს, ამას ბათუმელი საჯარო მოხელეები და თურქი დიპლომატები კი არა, კომპეტენტური კომისია გადაწყვეტს“, - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner