logo_geo
eng_logo
„ნაციონალების“ საყურადღებოდ!
- +

25 ივნისი. 2016. 21:31


რამდენიმე დღის წინ საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „საქართველოს რკინიგზის" მიერ შესყიდული 2-სართულიანი მატარებელი გვირაბებში ვერ ეტევა, სოციალურ ქსელში "facebook" მომხმარებლების იუმორნარევი განცხადებები მოჰყვა.


„თბილისის აეროპორტს შეუძენია 5-სართულიანი თვითმფრინავი. მაგრამ, რათ უნდათ, ცაში არ ეტევა", - წერს დათუნა თალაკვაძე.


პირველ შემთხვევაში გავრცელებულმა ინფორმაციამ, „ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და მათ მხარდამჭერებში ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ განმარტებების გაკეთება სახელმწიფო დონეზე გახდა საჭირო.


„ნაციონალების" საყურადღებოდ, იმედია დათუნა თალაკვაძის პოსტს ახლაც ისეთი აჟიოტაჟი არ მოჰყვება, რომ „საქართველოს რკინიგზასა" და მინისტრთა გარკვეულ ნაწილს განმარტებების გაკეთება მოუხდეთ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner