logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ეროვნულობის გრაფა უნდა აღდგეს!
- +

1 სექტემბერი. 2020. 21:42

 

 

„ქართული მარშის“ კიდევ ერთი ინიციატივაა, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში აღდგეს ეროვნულობის გრაფა“, - ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განუცხადა.

 

 „ქართული მარშის“ კიდევ ერთი ინიციატივაა, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში აღდგეს ეროვნულობის გრაფა.

 

თავის დროზე, როცა პარლამენტის დეპუტატი ვიყავი, ბატონ გურამ შარაძესთან და სხვებთან ერთად აქტიურად ვიბრძოდი რომ ქართული პასპორტიდან ეროვნების გრაფა არ ამოეღოთ, მაგრამ სამწუხაროდ, ვერაფერს გავხდით! 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როცა „ქართული მარში“ პარლამენტში შევა, პირველივე საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც დავაყენებთ, ქართულ პასპორტში ეროვნების გრაფის აღდგენა იქნება.

 

მიგვაჩნია, რომ ეროვნებისა და ეროვნულობის წაშლა სახელმწიფოსა და ერის ნელ სიკვდილს ნიშნავს, რასაც არ დავუშვებთ. მახსოვს, რას ამბობდა სულგანათლებული გურამ შარაძე, როცა პასპორტიდან ეროვნების გრაფის ამოღების წინააღმდეგ ხმალამოღებული იბრძოდა – გავა დრო და ეროვნების წაშლით დავკარგავთ იურიდიულ უფლებას, ჩვენს სახელმწიფოს საქართველო ანუ ქართველების ქვეყანა ეწოდებოდესო!

 

გარდა ამისა, პარლამენტში შესვლისთანავე ჩვენი ინიციატივა იქნება, რომ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სავალდებულო გახდეს ქართული ენისა და ისტორიის ცოდნა, ხოლო ვისაც ამის სურვილი არ ექნება, კეთილი ინებოს და იმ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღოს, რომლის ენაც იცის და რომლის ისტორიასაც პატივს სცემს!“ - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner