logo_geo
eng_logo
რამზან კადიროვის 21 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის კულტურის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- +

2 სექტემბერი. 2020. 01:25

 

 

რამზან კადიროვის 21 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის კულტურის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჩეჩნეთის მეთაური „ტელეგრამის“ არხზე აქვეყნებს.

 

„ვიცი, რომ ის ჭეშმარიტი ჩეჩნური ღირებულებების აღდგენის მომხრეა და მთელი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით მიუდგენა ახალი მოვალეობების შესრულებას. დარწმუნებული ვარ, აიშატი დაკისრებულ ამოცანებს გაუმკლავდება“, – წერს ჩეჩნეთის მეთაური.

 

აშატ კადიროვა 21 წლისაა. ის ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. ის ასევე ხელმძღვანელობდა კადიროვის მეუღლის, მედნი კადიროვას მიერ დაფუძნებულ მოდის სახლს.

 

2020 წელს რამზან კადიროვმა შვილი ჩეჩნეთის წინაშე დამსახურებისთვის მედლით დააჯილდოვა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner