logo_geo
eng_logo
მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა
- +

2 სექტემბერი. 2020. 01:44

 

 

მესტიის მუნიციპალიტეტი გაიხსნა. შსს-მ საკონტროლო გამშვები პუნქტები უკვე გახსნა როგორც ლენჯერის შესასვლელში, ასევე – დაბა მესტიის გასასვლელებში.

 

მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებდა.

 

საკარანტინო შეზღუდვების სრულად მოხსნის შემდეგ, დღეიდან მესტიაში შესვლა უკვე ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ასევე ნებისმიერ ადამიანს შეეძლება, ლენჯერისა და მესტიის დატოვება.

 

მესტიის მუნიციპალიტეტი 10 აგვისტოს, მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც სოფელ ლენჯერში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

საქართველოს პირველი არხი მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის პირველი დღიდან მუშაობდა მკაცრ საკარანტინო ზონაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner