logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ფაქტია და არა მუქარა, რომ თუ სააკაშვილი დაბრუნდება საქართველოში, ის შევა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
- +

2 სექტემბერი. 2020. 11:56

 

 

„მიხეილ სააკაშვილს ელოდება მართლმსაჯულება საქართველოში. მის წინააღმდეგ არის უკვე დასრულებული სისხლისსამართლებრივი საქმე. სასამართლომ მას შეუფარდა კონკრეტული სასჯელი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში. მისი თქმით,  არა მარტო ქართულ მართლმსაჯულებას, არამედ სტრასბურგის სასამართლოსაც აქვს გირგვლიანის  ეპიზოდში  გამოკვეთილი სააკაშვილის დანაშაული.

 

„ის არის დამნაშავე, ის არის  კრიმინალი. ფაქტია და არა მუქარა, რომ თუ სააკაშვილი დაბრუნდება საქართველოში, ის შევა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.  მართლმსაჯულება ბოლოს აუცილებლად იზეიმებს, რადგან ის დანაშაული, რაც მან ჩაიდინა, არის უმძიმესი. 8 წლის შემდეგ მოვისმინეთ მისი აღიარებითი ჩვენება. 8 წლის შემდეგ გაახსენდა თავისი უმძიმესი დანაშაულები და ამისთვის მოიხადა ბოდიში. ასეთი დანაშაულებისთვის ბოდიშს კი არ იხდიან, არამედ პასუხს აგებენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner