იუმორისტი, ბლოგერი დათო გოგიშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებებს აფასებს, რომელიც მან გადაცემა „არჩევანში" გააკეთა:
„გადაცემა „არჩევანი"-ში თინა ხიდაშელის ინტერვიუ, გაბუნიასა და ხიდაშელის ურთიერთ რევერანსები არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში ძმები ყარამანიშვილების მიერ სასამართლოს წაგების შემთხვევაშიც კი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ში სარედაქციო პოლიტიკაზე კონტროლს რესპუბლიკელები შეინარჩუნებენ..."- წერს გოგიშვილი სოციალურ ქსელში.