logo_geo
eng_logo
ბათუმში მდებარე კაფე-საკონდიტრო „დონა“ განცხადებას ავრცელებს
- +

2 სექტემბერი. 2020. 13:35

 

 

ბათუმში მდებარე კაფე-საკონდიტრო „დონა“, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა, მომხმარებლებს მიმართავს.

 

განცხადებაში ნათქვამია, რომ კოვიდ-ინფექციის გამოჩენის პირველი დღეებიდან ზედმიწევნით ასრულებდნენ ყველა იმ რჩევასა და რეკომენდაციას, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციას ეხებოდა.

 

„ამის მიუხედავად, ჩვენს ორივე ფილიალში დადასტურდა ვირუსით ინფიცირების შემთხვევები. ყველა დაინფიცირებული გადის მკურნალობას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო მათთან კონტაქტში მყოფი პირები გადაყვანილია კარანტინში.

 

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეებს ტესტის გაკეთება შეუძლიათ როგორც ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებულ კარვებში, ასევე სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში. გისურვებთ ჯანმრთელობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კაფე-საკონდიტრო „დონასთან“ სულ კორონავირუსის 23 შემთხვევაა დაკავშირებული.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner