logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: თურქეთსა და უკრაინას ვიზა- ლიბერალიზაციის პროცესი შეიძლება შეუჩერდეთ!
- +

25 ივნისი. 2016. 22:02


„თუკი დიდი ბრიტანეთი დატოვებს ევროკავშირს, ვიზა- ლიბერალიზაციის პროცესს პრობლემები შეიძლება შეექმნას",- ამ სიტყვებით აფასებს „რეპორტიორთან"  დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.


საყვარელიძემ აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლების არაოფიციალურ განცხადებში საუბრობენ თურქეთისთვის და უკრაინისთვის ვიზა- ლიბერალიზაციის პროცესის შეჩერებაზე.

 

„თუკი დიდი ბრიტანეთი დატოვებს ევროკავშირს, შეიძლება, საქართველოზე გავლენა მოახდინოს. ევროკავშირში არის საუბარი, რომ საემიგრაციო და ვიზა-ლიბერალიზაციის პოლიტიკას გადახედონ. საქართველო არ უხსენებიათ და არ ეხება ჩვენს ქვეყანას,  მაგრამ შეიძლება, თურქეთს და უკრაინას ვიზა- ლიბერალიზაციის პროცესი შეუჩერდეთ. მართალია, ევროკავშირის წარმომადგენლებისგან ოფიციალური განცხადება არ ყოფილა, მაგრამ  ვიზა- ლიბერალიზაციის პროცესს პრობლემები შეიძლება შეექმნას",- განაცხადა საყვარელიძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner