ჩაქვში მდებარე სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისი“ დროებით ჩაიკეტა. როგორც საქართველოს პირველ არხს სასტუმროს დირექტორმა, კოკა გეგუჩაძემ განუმარტა, სასტუმროს დროებითი დაკეტვის მიზეზი კონფერენციაზე ჩასული ექიმისთვის ტემპერატურის დაფიქსირება გახდა.
მისივე თქმით, „დრიმლენდ ოაზისში“ ამ ეტაპზე დამსვენებლების მიღება შეჩერებულია, ხოლო სასტუმროში მყოფი პირები ტერიტორიას არ ტოვებენ. მიზეზი სასტუმროში კონფერენციაზე მყოფი ექიმებიდან ერთ-ერთი მედიკოსისთვის ტემპერატურის დაფიქსირება გახდა.
ამასთან, როგორც გეგუჩაძემ განაცხადა, კორონავირუსზე ექიმისთვის ჩატარებული „პისიარ“ ტესტის პასუხს დაახლოებით ერთ საათში ელოდებიან და ამის შემდეგ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების მიხედვით იმოქმედებენ. ამასთან, სასტუმროს დირექტორის განმარტებით, მათ „ჩექინისა“ და „ჩექაუთის“ დროებით შეჩერების გადაწყვეტილება ცალმხრივად არ მიუღიათ და ამაზე დამსვენებლების თანხმობა ჰქონდათ.
გეგუჩაძის თქმით, ამ დროისთვის სასტუმროში 900-მდე ადამიანი რჩება და მათ, ვისაც შექმნილი მდგომარეობის გამო სასტუმროში დაგეგმილზე მეტხანს მოუხდა დარჩენა, უფასო კვებით უზრუნველყოფენ.