უნგრეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 365 შემთხვევა გამოვლინდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უნგრეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 622 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 619 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.