logo_geo
eng_logo
სოფელ იგოეთში ახალი საბავშვო ბაღი შენდება
- +

2 სექტემბერი. 2020. 15:47

 

 

სოფელ  იგოეთში გრძელდება ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა.

 

საბავშვო ბაღი, რომელიც 50 აღსაზრდელზე შენდება სრულად დააკმაყოფილებს   სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. აღსაზრდელებს, პედაგოგებსა და  მომსახურე პერსონალს ყველა პირობა ექნებათ,  ამასთან  კეთილმოეწყობა საბავშვო ბაღის ეზოც.

 

საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ხარისხი“ ახორციელებს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან  მასზე 696 326 ლარი იხარჯება.

 

სოფელში ათეული წლებია საბავშვო ბაღი აღარ ფუნქციონირებს, სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფლის აღსაზრდელებს ახალი, სრულად აღჭურვილი საბავშვო ბაღი ექნებათ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner