ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ტელეკომპანია „იმედიში" განხორციელებულ საკადრო ცვლილებას ეხმიანება:
„ვაიმე, „იმედის" ხელმძღვანელობავ, თამარ კინწურაშვილის „დაბროს" გარეშე საინფორმაციოს უფროსად ნანა ლეჟავა როგორ დანიშნე, ეგ როგორ გაბედე?
ახლა დაწერს საჩივარს, გააგზავნის ევროსაბჭოში, ისინი გამოუყოფენ გრანტს, დაჯდება, გამოიკვლევს და დაასკვნის, თავისუფალი სიტყვა საფრთხეშიაო.
ისე, რაღა დაგიმალოთ და... მივესალმები ნანას გამოჩენას!"- წერს ზედელაშვილი.