logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კენოშაში მისი ვიზიტით ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილი დარჩა
- +

2 სექტემბერი. 2020. 17:04

 

 

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კენოშაში მისი ვიზიტით ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილი დარჩა.

 

ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა „ტვიტერის“ მეშვეობით განაცხადა.

 

„ჯო ბაიდენი სამართალდამცველების მხარეს არ არის და ეს აშკარად ნათელი გახდა გუშინ, კენოშაში ჩემი წარმატებული ვიზიტისას. ჩვენ პრობლემა სწრაფად მოვაგვარეთ და ვისკონსინის ხალხმა ეს ძალიან დააფასა. ჯო ბაიდენს არც კი ეცოდინებოდა, საიდან უნდა დაეწყო, ცუდი გამოცდილება აქვს“, – წერს ტრამპი.

 

კენოშაში პოლიციის მიერ ფერადკანიანი მამაკაცის დაჭრის გამო აქციები უკვე 10 დღეა, არ წყდება.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner