აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში ნომერ მეშვიდე ავტობუსის ხაზზე კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ბათუმში გამოგვივლინდა ახალი შემთხვევა, საუბარია ეგრეთ წოდებული ნომერ მეშვიდე ყვითელი ავტობუსის ხაზზე, რომელიც მოძრაობს ხელვაჩაური-ბათუმის მიმართულებით. მინდა, ყველას მოვუწოდო და ვთხოვო, ვისაც ამ კონკრეტულ სამარშუტო ხაზთან შეხება ჰქონდა, ყველამ მიმართოს იმ კონკრეტულ წერტილებს, რომლებიც მოქმედებს ბათუმში“, – განაცახა თორნიკე რიჟვაძემ.