logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: რომ არ ჩაიკეტოს აჭარა და ბათუმი, მოგიწოდებთ, უმკაცრესად დავიცვათ ყველა არსებული რეკომენდაცია!
- +

2 სექტემბერი. 2020. 18:44

 

 

 

აჭარაში შექმნილ ეპიდემიოლოგიური სიტუაციასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და მიმართა მოქალაქეებს, ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, რომ უმკაცრესად იქნას დაცული ყველა არსებული რეკომენდაცია.

 

„ამ ეტაპზე აჭარა და ბათუმი არ იკეტება, თუმცა, მოვუწოდებ ბიზნეს-სექტორს და მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან რეგულაციები და რეკომენდაციები, რომ არ მოხდეს აჭარის და ბათუმის ჩაკეტვა. უმკაცრესად გაკონტროლდება ყველა ობიექტი, როგორც ტრანსპორტი, ისე კვების და სხვადასხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი“, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

 

ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ ერთ-ერთ სტუმარს დაუდასტურდა ვირუსი, მასთან ახლო კონტაქტში მყოფი 5 პირი გადაყვანილ იქნებიან საკარანტინო სივრცეში. ყველა სტუმარს და სასტუმროს პერსონალს ჩაუტარდება კვლევა. კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაუფიქსირდა N7 მუნიციპალური ავტობუსის მძღოლს. აჭარის მთავრობა მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს და მგზავრებს მოუწოდებს ტესტირების ჩატარებისკენ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner