logo_geo
eng_logo
ზვიად ტომარაძე: „იუვენალური იუსტიცია!“- საქართველოს პარლამენტმა საფრთხის შემცველი კანონი მიიღო!
- +

25 ივნისი. 2016. 22:26

 

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე საქართველოს პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი იუვენალური იუსტიციის შესახებ წერს: 



„22 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ძალიან დიდი საფრთხის შემცველი კანონი (იუვენალური იუსტიცია)!!!

 

საქართველოს პარლამენტმა კიდევ ერთხელ დააღალატა საქართველოს მოსახლეობა, ბრმად და გაუაზრებლად შეასრულა საზღვარგარეთიდან წამოსული მორიგი დირექტივა!

 

კანონი, რომელმაც ევროპაში, რუსეთსა და უკრაინაში მრავალი შეჭირვებული ოჯახი გააუბედურა შვილების ჩამორთმევით!

 

კანონპროექტის მიხედვით სოციალურ მუშაკს მიენიჭა უფლებამოსილება, რომ ბავშვი განაცალკევოს მოძალადე ოჯახის წევრისაგან.

 

კანონში ძალადობის ერთ- ერთი სახეა უგულვებელყოფა! უგულვებელყოფა კანონში განიმარტება როგორც - „მშობლის მიერ ბავშვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, საფრთხისაგან დაუცველობა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა".

ანუ ბავშვის ჩამორთმევის საფუძველი შეიძლება გახდეს მაგალითად: ბავშვის არაკალორიული საკვებით კვება, თბილი ტანსაცმლის არქონა, ბავშვის ვირუსული ინფექციით დაავადება და . .

 

ამრიგად, საქართველოში სოციალური მუშაკის კეთილსინდისიერებაზე იქნება დამოკიდებული მრავალი ოჯახის ბედი!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner