logo_geo
eng_logo
თეიმურაზ კვირკველია: საქართველოს მიმართ კრემლის მიდგომა შეიცვალა - „აგინე რუსეთი, მაგრამ აკეთე მისი საქმე“
- +

2 სექტემბერი. 2020. 20:06

 

„2000 წლიდან მოყოლებული, როცა რუსეთის სათავეში პუტინი მოვიდა, საქართველოს შიდა პოლიტიკისადმი კრემლის მიდგომა რადიკალურად შეიცვალა. კერძოდ, პუტინმა დაინახა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ანტიკრემლისტი იყო, რის გამოც პრორუსულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ხალხის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს და რეიტინგი ვერ აკრიფეს“, - ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავლს“ სახელმწიფო უშიშროების საბჭოს საინფორმაციო -ანალიტიკური სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, გენერალური პროკურატურის პრესცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ჟურნალისტმა და ანალიტიკოსმა თეიმურაზ კვირკველიამ განუცხადა.

 

„2000 წლიდან მოყოლებული, როცა რუსეთის სათავეში პუტინი მოვიდა, საქართველოს შიდა პოლიტიკისადმი კრემლის მიდგომა რადიკალურად შეიცვალა. კერძოდ, პუტინმა დაინახა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ანტიკრემლისტი იყო, რის გამოც პრორუსულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ხალხის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს და რეიტინგი ვერ აკრიფეს

 

ამიტომაც, რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოში აქცენტი გააკეთა არა ღიად პრორუსულ ძალებზე, არამედ ისეთ პოლიტიკურ ჯგუფზე, რომელიც რადიკალური ანტირუსული რიტორიკით გამოვიდოდა, ხალხის მხარდაჭერას მოიპოვებდა და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, სწორედ ანტირუსული რიტორიკის შირმით რუსეთის საქმეს გააკეთებდა.

 

პუტინმა აირჩია სტრატეგია: „აგინე რუსეთი, მაგრამ აკეთე მისი საქმე“. ზოგისთვის, შესაძლოა, გასაკვირველია, მაგრამ ჭკვიანური ტაქტიკა ნამდვილად არის: „რამდენიც გინდა, აგინე რუსეთს, მაგრამ რუსული საქმე აკეთე და კრემლის ინტერესებს ემსახურე!“

 

2000 წლიდან, როცა პუტინმა საქართველოს მიმართ ასეთი მიდგომა აირჩია, სააკაშვილის რიტორიკა და მოქმედებაც უცებ შეიცვალა!

 

მანამდე სააკაშვილის მთავარი ნიშა „კორუფციასთან ბრძოლა“ იყო. გვახსოვს, შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსანთა სახლების ფოტოებს რომ აფრიალებდა და ამით ცდილობდა პოლიტიკის ზედაპირზე ეტივტივა, რუსეთს კი საერთოდ არ ახსენებდა და ანტირუსული რიტორიკისგან შორს იყო. სამაგიეროდ, რუსეთში პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ სააკაშვილმა საკუთარი ნარატივი მკვეთრად შეცვალა და ანტირუსულ განცხადებებს მოუხშირა, მუდმივად იმეორებდა, რომ შევარდნაძე პრორუსია, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს და ა.შ. მოკლედ, სააკაშვილი და მისი პარტია ერთბაშად იქცნენ ანტირუსული რიტორიკის მედროშეებად.

 

გაიხსენეთ, ვინ იყო ერთადერთი უცხოელი ოფიციალური პირი, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ დროს თბილისში ჩამოვიდა? ეს გახლდათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი, რომელმაც შევარდნაძესა და რევოლუციონერებს შორის შუამავლის როლი ითამაშა და ყველაფერი სააკაშვილის სასარგებლოდ დაალაგა“, - განცხადა თეიმურაზ კვირკველიამ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner